გოგა ბითაძე
გოგა ბითაძე | |
---|---|
№ 88 – ორლანდო მეჯიკი | |
ცენტრი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
20 ივლისი, 1999 საგარეჯო, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 212 სმ |
წონა | 113 კგ |
კარიერა | |
NBA-ის დრაფტი | 2019 / რაუნდი: 1-ლი / არჩევა: მე-18 |
არჩეული ინდიანა პეისერსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2015–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2015–2016 | ვიტა თბილისი |
2016–2019 | მეგა ბიმაქსი |
2016–2017 | სმედერევო |
2018–2019 | ბუდუჩნოსტი |
2019–2023 | ინდიანა პეისერსი |
2023– | ორლანდო მეჯიკი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
სტატისტიკა NBA.com-ზე |
გოგა ბითაძე (დ. 20 ივლისი, 1999, საგარეჯო) — ქართველი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს NBA-ის ორლანდო მეჯიკში. მისი სიმაღლისა (212 სმ) და წონის (114 კგ) გათვალისწინებით თამაშობს ცენტრის პოზიციაზე.[1] 2019 წლის NBA-ის დრაფტზე მიიჩნევა პირველი რაუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.[2][3]
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა საგარეჯოში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქში.[4] მისი მამა იყო კალათბურთელი, რომელმაც კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.[5] მიუხედავად იმისა, რომ ბითაძეს ადრეულ ბავშვობაში არ უყურებია კალათბურთისათვის, მან 6 წლის ასაკში დაიწყო კალათბურთის თამაში რადგან საკუთარი თავი დაინახა როგორც „აქტიური და მაღალი“.[4] როდესაც ბითაძე შედარებით ჩართული გახდა კალათბურთში, იგი აღფრთოვანდა ქართველი კალათბურთელების ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას თამაშით, აგრეთვე NBA-ის ვარსკვლავებით, პაუ გასოლითა და შაკილ ო’ნილით.[4][6] 2013 წლის 31 მაისს, ბითაძემ 17 ქულა დააგროვა და ამ შედეგით დაეხმარა საკუთარი სკოლის გუნდს, ჰიუნდასის გორის მეთოთხმეტე ჩემპიონატში გამარჯვებაში.[7] იგი აგრეთვე სამი წელი თამაშობა საქართველოს 16 წლამდელთა ლიგაში. 2014-15 წლებში, ჰიუნდაისთან ერთად ჩატარებულ უკანასკნელ სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 23.1 ქულას, 16.6 მოხსნას, 4.5 შედეგიან გადაცემასა და 3.8 დაფარებას.[8] კარიერის ადრეულ წლებში ბითაძე ვარჯოშობდა და იწვრთნებოდა ქართულის კლუბის, ვითა თბილისის უმცროს დივიზიონში.[9]
პროფესიონალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვითა თბილისი (2015-16)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015-16 წლების სეზონში ბითაძე ვითა თბილისთან ერთად თამაშობდა VTB-ის გაერთიანებულ ლიგაში.[10] ბითაძეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და შესაბამისად იგი ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე.[11] 6 თამაშის განმავლობაში საშუალოდ თამაშობდა 13.8 წუთს; ამ დროში საშუალოდ აგროვებდა 2.8 ქულას, 1.7 მოხსნას და ო.7 დაფარებას.[12]
მეგა ბასკეთი (2016-დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუდუჩნოსტი (2018-19)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 20 დეკემბერს მეგა ბემაქსმა ბითაძე გაანათხოვრა გუნდ ბუდუჩნოსტში, რომელიც მონტენეგროს ლიგაში, ABA ლიგასა და ევროლიგაში ასპარეზობდა.[13] იგი გუნდში დარჩენილი სეზონის გამნავლობაში ითამაშებდა.[14] 24 დეკემბერს, ბუდუჩნოსტის მაისურით ჩატარებულ პირველ თამაშში, მან დააგროვა 12 ქულა და 4 მოხსნა „Krka“-ის წინააღმდეგ, ABA ლიგაში.[15] ოთხი დღის შემდეგ შედგა ბითაძეს დებიუტი ევროლიგაში, სადაც მოიპოვა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება თუმცა გუნდი ბაიერნ მიუნხენთან ანგარიშით 93-88 მაინც დამარცხდა.[16] 2019 წლის 3 იანვარს მას კვლავ ძლიერი პერფომენსი ჰქონდა „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ, სადაც სათადაგიროთა სკამიდან 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მოიპოვა; გუნდმა თამაშში 111-94 გაიმარჯვა.[17] 13 თამაშის შემდეგ, სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას; ამ შედეგით მან მოიპოვა ევროლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯილდო.[18]
NBA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდიანა პეისერსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს გოგა ბითაძე მე-18 პიკად აირჩია ინდიანა პეისერსმა, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).[19] გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა. პარკეტზე 24:19 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. თუმცა ინდიანა 111-119 დამარცხდა.[20]
კარიერა ეროვნულ ნაკრებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბითაძე პირველად გამოიძახეს ევრობასკეტ 2017-ზე, მაგრამ ტრავმის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, იგი ამბობდა, რომ მოედნის გარედანაც ბევრის სწავლა მოახერხა ვეტერანი კალათბურთელების, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინისაგან.[21] 2017 წლის 24 ნოემბერს შედგა ბითაძის დებიუტი 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში; 17 წუთში მან 4 ქულის მოპოვება მოახერხა.[21][22]
კარიერული სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თიოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
ადგილობრივი ლიგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2015–16 | ვითა თბილისი (VTB ლიგა) | 6 | 2 | 13.8 | .316 | .500 | .500 | 1.7 | .7 | .5 | .7 | 2.8 |
2016-17 | სმედერევო (სერბეთის ლიგა) | 19 | 8 | 19.0 | .621 | .357 | .622 | 4.4 | .7 | .4 | 1.2 | 106 |
2017-18 | მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) | 22 | 22 | 23.4 | .544 | .222 | .672 | 6.9 | 1.0 | .7 | 2.1 | 11.8 |
2017-18 | მეგა ბასკეტი (სერბეთის ლიგა) | 12 | 12 | 24.3 | .643 | .235 | .593 | 6.7 | 1.0 | 1.2 | 1.6 | 15.9 |
2018-19 | მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) | 11 | 11 | 28.4 | .645 | .417 | .684 | 7.9 | 1.2 | .6 | 2.5 | 20.2 |
2018-19 | ბუდუჩნოსტი (ადრიატიკის ლიგა) | 19 | 6 | 20.4 | .604 | .400 | .626 | 4.8 | .5 | .5 | 1.3 | 10.4 |
კარიაერის მანძილზე | 89 | 61 | 21.6 | .562 | .355 | .616 | 5.4 | 0.9 | .7 | 1.6 | 12.0 |
ევროლიგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2018-19 | ბუდუჩნოსტი | 13 | 4 | 24.1 | .597 | .313 | .714 | 6.4 | 1.2 | .5 | 2.3 | 12.1 |
კარიაერის მანძილზე | 13 | 4 | 24.1 | .597 | .313 | .714 | 6.4 | 1.2 | .5 | 2.3 | 12.1 |
ეროვნული გუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყარო[23]
წელი | ტურნირი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2019 | 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი | 10 | - | 22.0 | .455 | .238 | .612 | 5.9 | .9 | 1.1 | 1.6 | 11.5 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Goga Bitadze. Eurospects. ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ Kalbrosky, Bryan. 2019 aggregate NBA mock draft 4.0: Murray State's Ja Morant is Top 3. HoopsHype (22 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ Woo, Jeremy. 2019 NBA Mock Draft 3.0: Zion Williamson Remains on Top, Ja Morant Continues to Skyrocket (30 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Hein, David. Bitadze goes from land of wrestlers to talent-developing Mega. Euroleague Basketball Next Generation Tournament (21 April 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Simonishvili, Vazha. NBA-ის კემპი, იოკიჩი, ფაჩულია - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან Georgian. SportAll (25 June 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Bitadze, Goga, and Jonathan Givony. (12 September 2016). Goga Bitadze Interview from NBA Basketball Without Borders Europe Camp. [Video]. Finland: DraftExpress. https://www.youtube.com/watch?v=kZrf8aEjZfY.
- ↑ 1-ელი ექსპერიმენტული სკოლის გუნდი "ჰიუნდაი" ჩემპიონია! Georgian. Georgian Basketball Federation (31 May 2013). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Goga Bitadze. Georgian Basketball Federation. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Fernández, Marcos. Conoce al pívot georgiano Goga Bitadze: la sensación del Adidas Next Generation Spanish. Gigantes del Basket (22 May 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Goga Bitadze Player Profile. RealGM. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
- ↑ Kharazov, Levan. გოგა ბითაძე სერბულ "მეგა ლეკსში" გადავიდა Georgian. MySports (2 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
- ↑ Goga Bitadze. VTB United League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
- ↑ Buducnost adds young star Bitadze. EuroLeague (20 December 2018). ციტირების თარიღი: 4 February 2019.
- ↑ Bitadze on loan in Buducnost until the end of ABA League. Mega Basket (20 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
- ↑ Buducnost 64, Krka Novo Mesto 69. RealGM (24 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
- ↑ Bayern rallies from 17 down, overcomes Buducnost. EuroLeague (28 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
- ↑ Milan blasts Buducnost with record scoring performance. EuroLeague (3 January 2019). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
- ↑ Goga Bitadze named EuroLeague Rising Star. EuroHoops (7 May 2019). ციტირების თარიღი: 16 May 2019.
- ↑ გოგა ბითაძე მე-18 პიკად აირჩიეს
- ↑ გოგამ NBA-ის კარი შეაღო
- ↑ 21.0 21.1 Facing Raduljica, Zirbes helps Bitadze become big future hope for Georgia. FIBA (12 January 2018). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ Georgia 70, Germany 79. RealGM (24 November 2017). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
- ↑ Goga Bitadze - FIBA Europe. ციტირების თარიღი: 24 April 2019.